Sunday, December 22, 2013

დღეს დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა და ავტვირთეთ ,რაც ძალიან მიხარია.შევეცადე კარგი გამოსულიყო,რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ტრენერს.ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა და სემესტრის დამთავრებას არ დამთხვეოდა,კიდევ  უფრო უკეთესი პროექტი გამოგვივიდოდა.

Sunday, December 15, 2013

დღევანდელ დღეს ვისწავლეთ მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკის გაკეთება.განმავითარებელ შეფასებაში ჩავწერეთ .საინტერესო ტრენინგია,მაგრამ დრო არ გვყოფნის.

Sunday, December 8, 2013

პროექტების კეთების დროს ყოველთვის აუცილებელია კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმები,რესურსების მოძიება ინტერნეტიდან.ეს მასალები უნდა იყოს სანდო წყაროებიდან,ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ საავტორო უფლებები.ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ რესურსები,რაც საინტერესო იყო.

Saturday, December 7, 2013

პროექტის ეფექტური სწავლებისათვის აუცილებელია შეფასებები.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები და სტრატეგიები.შევქმენით ჩვენი პროექტისათვის დროში გაწერილი შეფასების გეგმა ,რაც ძალიან საინტერესო იყო.

Sunday, December 1, 2013

 რეფლექსია

დავიწყე პროექტის დაგეგმვა, პედაგოგებმა ერთმანეთს რჩევებიც მივეცით, საინტერესო დღე იყო . გავარკვიე პროექტის მიმდევრობა და მიზნებიც დავწერე. მე მგონი ჩვენი პატარებისთვის საინტერესო თემა შევარჩიე. მართლაც პრობლემური. მაინტერესებს ბავშვებისაგან როგორ უკუკავშირს მივიღებ. საკვანძო კითხვები გავარჩიეთ და ჩემი პროექტისთვისაც დავწერე.
 რეფლექსია

გავეცანი პროექტული სწავლების მიზნებს და ამოცანებს.საინტერესოა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებიღ სწავლება,რომლის დროსაც მოსწავლეს უნვითარდება ცხოვრებისეული გამოცდილება, 21-ე საუკუნის უნარები, კრიტიკული აზროვნება პრობლემების გაანალიზების და გადაჭრის უნარები. დავიწყე თემის არჩევანზე ფიქრი, გზამკვლევის დახმარებით ვნახე როგორ შეიძლება გაიწეროს პროექტი, ვისწავლე პუბლიკაციის გაკეთება და შევქმენი ბლოგი. მოკლეთ სწრაფი ტემპებით შევუდექი მუშაობას. კარგი იქნებოდა მეტი დრო მქონოდა.